მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

24 ივნისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმზე მხოლოდ 7 ქვეყნის ლიდერები ჩავლენ

აღლუმი მოსკოვში

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი მედვედევმა ის ქვეყნები დაასახელა, რომელთა ლიდერებიც 24 ივნისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმზე მოსკოვში ჩავლენ.

ლიდერების სიაში გაეროს წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ შვიდი სახელმწფიოს მეთაურია. მათ შორის არის ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, სერბეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. აღლუმს ასევე დაესწრებიან ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტები.

9 მაისს დაგეგმილ აღლუმზე ჩასვლას სხვა ქვეყნების ლიდერებიც გეგმავდნენ, თუმცა საზეიმო ღონისძიებას აღარ დაესწრებიან. მათ შორის არიან საფრანგეთის, ჩეხეთისა და ხორვატიის პრეზიდენტები.

ამასთან, აღლუმი კოროვირუსული ეპიდემიის გამო გადაიდო, რამაც ბევრი ქვეყნის ლიდერს მოსკოვში ჩასვლა გადააფიქრებინა. მნიშვნელოვანია, რომ პირველივე მიწვევაზე უარი განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.