მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

31 249 გარდაცვლილი - საფრანგეთში ეპიდვითარება მძიმდება

დროშა პარიზში

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 13 215 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ასევე საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 123 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამინდელი მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის 428 696 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 91 574 განიკურნა, 31 249 კი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 26 თებერვალს გამოცხადდა.