მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

4 მილიონი უკრაინელის საგადასახადო დავალიანება გაუქმდება - ზელენსკი

უკრაინის სახელმწიფოს მეთაური

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში მცხოვრებ 4 მილიონ მოქალაქეს საკარანტინო ზომების გამკაცრების ფონზე მთავრობის მხრიდან დახმარების სახით საგადასახადო დავალიანება გაუუქმდება. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Unian პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საკარანტინო ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება, მოქალაქეებს გადასახადები სრულად ჩამოეწერებათ.

„თითქმის 4 მილიონი მოქალაქის საგადასახადო დავალიანების გადახდა, რომელთა გადასახადი 3060 გრივნას შეადგენს, გაუქმდება“, - აცხადებს ზელენსკი.

ამასთან, ზელენსკის თქმით, 200 ათასი ადამიანი, რომელიც პირველი ჯგუფის მეწარმეა, ასევე, გათავისუფლდება გადასახადებისგან.

ზელენსკის ინფორმაციით, აღდგება ბიზნესის მხარდასაჭერი პროგრამები. „ეს არის მატერიალური დახმარება კერძო მეწარმეებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეებისთვის აღნიშნული დახმარება კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დაძლევის ფარგლებში ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ 11 ნოემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვეტილება მიიღო შაბათ-კვირის კარანტინის შემოღების შესახებ.

უფრო კონკრეტულად, კი შაბათ-კვირას, გარდა სამუშაო დღეებში გათვალისწინებული შეზღუდვებისა, აკრძალულია კაფეებისა და რესტორნების, სავაჭრო და გასართობი ცენტრების, სხვა გასართობი ადგილების და ფიტნეს ცენტრების ფუნქციონირება.

დასაშვებია სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ვეტერინარული აფთიაქების, საფოსტო განყოფილებების, სამედიცინო დაწესებულებების და ბენზინგასამართი სადგურების მუშაობა.