მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

7 მლნ კოვიდინფიცირებული - ეპიდსიტუაცია აშშ-ში

ამერიკის შეერთებული შტატები

7 მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებული. ასეთი ეპიდსიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

worldometers-ის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია და 22 სექტემბრის მდგომარეობით 204 ათასს აღემატება. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, შტატებში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდვირუსის დამარცხება 4 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო.

მსოფლიო მასშტაბით, ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის მიხედვით კვლავ აშშ ლიდერობს, მეორე და მესამე პოზიციებს ინდოეთი და ბრაზილია იკავებს.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულია 31 მლნ-ზე მეტი ადამიანი.