მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ADB: COVID-19-ით მსოფლიო ზარალმა შესაძლოა $8.8 ტრილიონს მიაღწიოს

აზიის განვითარების ბანკის შენობა

მსოფლიო ეკონომიკამ ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად შესაძლოა $5.8-დან $8.8 ტრილიონამდე იზარალოს, რაც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6.4%-დან 9.7%-მდეა. ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის დღეს გამოქვეყნებულ (ADB) ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიში, COVID-19-ის პოტენციური ეკონომიკური ზეგვლენის განახლებული შეფასება, ადგენს რომ ეკონომიკურმა ზარალმა აზიასა და ოკეანეთში შესაძლოა იმერყევოს $1.7 ტრილიონი- გავრცელების სწრაფი შეკავების, სამთვიანი სცენარის შემთხვევაში- $2.5 ტრილიონამდე-ხანგრძლივი შეკავების ექვსთვიანი სცენარის შემთხვევაში, რაც მსოფლიო წარმოებაში რეგიონის წვლილს 30%-ით შეამცირებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ შესაძლოა $1.1-დან $1.6 ტრილიონამდე ზარალი ნახოს. ახალი ანალიზი აზიის განვითარების პროგნოზი 2020-ის მონაცემების განახლებული ვერსიაცაა. 3 აპრილს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში მსოფლიო ზარალი $2.0-დან $4.1 ტრილიონამდე იყო ნავარაუდევი. 

მსოფლიოს მასშტაბით მთავრობები პანდემიის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირებით გამოირჩეოდნენ და მიიღეს როგორც ფისკალური და სავალუტო რეგულაციების შემსუბუქების ზომები, ასევე გაზარდეს ხარჯვა ჯანდაცვის სფეროში და პირდაპირი დახმარება მოგებასა და შემოსავლებში არსებული დანაკარგების შესამცირებლად. ანგარიშის მიხედვით, თუ მთავრობები მსგავს ღონისძიებებს გააგრძელებენ, ამან შესაძლოა COVID-19-ის ეკონომიკური ზემოქმედება 30%-დან 40%-მდე შეარბილოს და პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური დანაკარგები $4.1-დან $5.4 ტრილიონამდე შუალედში შეამციროს. 

ანალიზი, რომელიც გლობალური ვაჭრობის ანალიზის პროექტის ზოგადი ეკვილიბრუმის მოდელს იყენებს, მოიცავს პანდემიისგან დაზარალებულ 96 ეკონომიკას COVID-19-ის 4 მილიონზე მეტი რეგისტრირებული შემთხვევით. ტურიზმის, მოხმარების, ინვესტიციების, ვაჭრობისა და წარმოების ჯაჭვების შოკებს, რომელიც აზიის განვითარების პროგნოზი 2020-ში იყო ნავარაუდევი ახალ ანგარიშში ემატება გადამცემი არხები, როგორიცაა ვაჭრობის ხარჯების ზრდა, რაც აფერხებს მობილობას, ტურიზმს და სხვა დარგებს; დარღვევები მიწოდების ჯაჭვში, რაც უარყოფითად მოქმედებს მწარმოებლუნარიანობასა და ინვესტიციებზე; და მთავრობის საპასუხო პოლიტიკა, რომელიც COVID-19-ის მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენას არბილებს. 

„ახალი ანალიზი წარმოადგენს COVID-19-ის პოტენციური მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზემოქმედების ფართო სურათს,“- განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ.

ანგარიში განმარტავს, რომ საზღვრების ჩაკეტვა, სამგზავრო შეზღუდვები და კარანტინი, რაც პანდემიით დაზარალებულმა ეკონომიკებმა COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად მიიღეს, მსოფლიო ვაჭრობას სავარაუდოდ $1.7-დან $2.6 ტრილიონამდე შეამცირებს. დასაქმება მსოფლიოს მასშტაბით შემცირდება 158-დან და 242 მილიონამდე სამუშაო ადგილით, რაც აზიასა და ოკეანეთში ჯამური სამუშაო ადგილების დაკარგვის 70%-ს შეადგენს. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან შემოსავლის შემცირება $1.2-დან $1.8 ტრილიონამდეა მოსალოდნელი, რომლის 30%-ს რეგიონის ეკონომიკები იგრძნობენ, ანუ $359 მილიარდიდან $550 მილიარდამდე.