მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აღმოსავლეთ უკრაინაში „ბოევიკებმა“ უკრაინის ჯარს ცეცხლი ერთხელ გაუხსნეს

შეტაკებები აღმოსავლეთ უკრაინაში

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში პრორუსმა „ბოევიკებმა“ ბოლო დღე-ღამეში  უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლი ერთხელ გაუხსნეს. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

სეპარატისტებმა ყუმბარმტყორცნები გამოიყენეს. პივდინეს დასახლების მახლობლად კი „ბოევიკებმა“ ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნეს.

ბოლო დღეებში ეუთოს დამკვირვებლებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გახშირებული დარღვევა დააფიქსირეს. მათი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულებით ცეცხლი 1221-ჯერ გაიხსნა. 500-ჯერ მძიმე შეიარაღება იყო გამოყენებული.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ პრორუს სეპარატისტებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის აღმოსავლეთ უკრაინაში შეიძლება ფართომასშტაბიანი კონფლიქტი განახლდეს.