მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აიათოლას აკრძალვის მიუხედავად, ირანი AstraZeneca-ს ვაქცინას შეიძენს

ირანში AstraZeneca-ს ვაქცინა

ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ჰამენეის აკრძალვის მიუხედავად, ირანი  ბრიტანულ-შვედური კომპანიის, AstraZeneca-ს ვაქცინას შეიძენს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანში ამ კომპანიის ვაქცინის  4,2 მლნ დოზის ჩატანა იგეგმება. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.  

პრეპარატის მიწოდება თებერვლის ბოლომდე იგეგმება. ამ ოპერაციის ჩატარება COVAX-ის მექანიზმის დახმარებით მოხდა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ვაქცინის სამართლიან განაწილებას ხელს უწყობს.

იანვრის დასაწყისში აიათოლა ალი ჰამენეიმ ირანში ამერიკული და ბრიტანული ვაქცინების შეტანა აკრძალა. „ამერიკელებს კარგი ვაქცინა რომ ჰქონოდათ, მათთან ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით ასეთი საშინელი სიტუაცია არ იქნებოდა. მე მათ არ ვენდობი, ზოგჯერ ვაქცინის გამოცდა უნდათ სხვა ერებზე“ – განაცხადა ჰამენეიმ. მან ასევე განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებიდან ვაქცინის შეძენაში პრობლემას ვერ ხედავს.

COVID 19-თან ბრძოლის ოპერატიული შტაბის წარმომადგენელმა მინა მოჰრაზის განცხადებით, AstraZeneca, რომლის ვაქცინის შეტანაც ირანში იგეგმება, შვედური კომპანიაა. ამით ირანელი ეპიდემიოლოგები აიათოლას აკრძალვისგან კომპანიის დისტანცირებას ცდილობენ.

იხილეთ აგრეთვე:

„საქართველო მარტის თვეში კიდევ 214 ათას დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს“ - ცერცვაძე