მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალი ზელანდიის სანაპიროზე მძლავრი მიწისძვრა მოხდა

ახალი ზელანდიის სანაპირო

ახალი ზელანდიის სანაპიროზე მაგნიტუდით 7,4 მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ გისბორნიდან 716 კმ-ში მდებარეობდა. ბიძგები ზღვის დონიდან 33 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ნგრევისა და მსხვერპლის სესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.