მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალი მსოფლიო რეკორდი - ერთი რაკეტით კოსმოსში გაგზავნილია 143 თანამგზავრი

რაკეტა

კოსმოსში გაგზავნილი თანამგზავრების რაოდენობის მიხედვით, ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ერთი რაკეტით SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე  ერთდროულად 143 თანამგზავრი გაიყვანა, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

SpaceX-ის რაკეტა ფლორიდადან გავიდა.

ისინი გლობალურ სისტემა Starlink-ს შეუერთდებიან, რომლის მიზანიც მსოფლიოს ყველა კუთხის ინტერნეტით უზრუნველყოფაა.

ეს რიცხვი აჭარბებს წინა რეკორდს, რომელიც ინდოეთმა დაამყარა 2017 წელს 104 თანამგზავრი გაუშვა ერთი რაკეტით.

ეს კიდევ ერთი ფაქტორია იმისა, რომ კოსმოსურ საქმიანობაში მიმდინარე ძირითადი სტრუქტურული ცვლილებები ხდება.

BBC-ის ინფორმაციით, SpaceX–ის კუთვნილებაში 10 თანამგზავრია. ისინი შეუერთდებიან გლობალურ სისტემა Starlink-ს და მთელ მსოფლიოში უზრუნველყოფენ ფართოზოლოვანი ინტერნეტ კავშირების მიწოდებას.