მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალექსანდრე ლუკაშენკომ ფიცი დადო

ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით

მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაცია მიმდინარეობს, ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა, - ინფორმაციას „ბელტა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინაუგურაციის ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა და მას ასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები.

ალექსანდრე ლუკაშენკო პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად მას შემდეგ შეუდგა, რაც ფიცი დადო.

ინფორმაციისთვის, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ წყდება. ევროპარლამენტმა კი არჩევნების შედეგი არ აღიარა.