მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალექსეი ნავალნი - „ცოლმა გადამარჩინა, სიყვარული კურნავს და სოცოცხლეს აბრუნებს“

ნავალნი ამბობს, რომ ცოლმა გადაარჩინა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც გერმანიის კლინიკა „შარიტეში“ მკურნალობის კურსს გადის, "ინსტაგრამში" წერს, რომ ის ცოლმა გაადარჩინა. ნავალნიმ მეუღლეს ქორწინების 20 წლის იუბილე მიულოცა, რომელიც 26 აგვისტოს იყო, ანუ კომაში მის ყოფნას დაემთხვა.

პოლიტიკოსი წერს, რომ როდესაც კომიდან გამოვიდა, ვერავის ცნონდა, მათ შორის ცოლსაც, თუმცა ხედავდა, რომ ის ყოველდღე პალატაში მასთან ერთად იყო, მუსიკას ასმენინებდა და რაღაცას ესაუბრებოდა.

„პირველ რიგში ცოლის ხმა გავიხსენე. მისი ხმის ტემბრის გაგონებისას ჩემს ორგანიზმში დოფამინი გამოიყოფოდა, ასე რომ ყოველი მისი მოსვლა მკურნალობას წარმოადგენდა". - წერს ოპოზიცონერი. ნავალნი მეცნიერებს ურჩევს, რომ ეს ფაქტი ნეირობიოლოგიის სახელმძღვანელოებში შეიტანონ.

ალექსეი ნავალნი წერს, რომ „სიყვარული კურნავს და სოცოცხლეს აბრუნებს“.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიცონერი 20 აგვისტოს რუსეთში მომწამლავი ნივთიერებით, "ნოვიჩოკით" მოწამლეს.