მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალექსეი ნავალნი: ჩემი ტანსაცმელი სამართალდამცველებმა ამოიღეს და გერმანიაში შიშველი გამიშვეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოითხოვს, რომ მას დაუბრუნონ ტანსაცმელი, რომელიც რუსეთში კომაში ყოფნის დროს გახადეს. „მაინტერესებს იმ ტანსაცმლის ბედი, რომელიც თვითმფრინავში მეცვა. მოვითხოვ, რომ ის დამიბრუნონ“ - დაწერა ნავალნიმ საკუთარ ბლოგში. მისი თქმით, ვიდრე სამკურნალოდ გერმანიაში გაუშვებდნენ, მას რუსეთში ტანსაცმელი გახადეს და გერმანიაში „სრულიად შიშველი გაუშვეს“.

ნავალნი წერს, რომ 30 დღე, რაც კანონით წინასაგამოძიებო შემოწმებაზეა საჭირო, უკვე გავიდა, ამიტომ ის მოითხოვს, რომ ტანსაცმელი "ცელოფნის პარკეში ჩადონ და მას დაუბრუნონ“. ოპოზიციონერი წერს, რომ ტანსაცმელი მნიშვნელოვან ნივთმკიცებულებას წარმოადგენს.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს რუსეთში მოწამლეს, როდესაც ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. 22 აგვისტოდან ოპოზიციონერი გერმანიაში მკურნალობს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ის მომწამლავი ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.