მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალექსეი ნავალნი დააკავეს

ალექსეი ნავალნი დააკავეს

მოსკოვში შერემეტოვოს აეროპორტში ალექსეი ნავალნისთან პასპორტ კონტროლის დროს პოლიცია მივიდა და მოსთხოვეს მათ გაჰყოლოდა. 

რუსეთში ალექსეი ნავალნი ძებნილია ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მიერ.

დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერმა დაარღვია პირობითის წესი „ივ როშერის საქმეში“, რომ არ დარეგისტრირდა რუსულ ინსპექციაში, გერმანიის კლინიკიდან გაწერის შემდეგ.

ფედერალები ნავალნის პირობითი სასჯელის გაუქმებას და მის სამი წლითა და ხუთი თვით პატიმრობით შეცვლას ითხოვენ.

ნავალნის ადვოკატი ამბობს, რომ მას არ აძლევენ ალექსეის ნახვის საშუალებას და არც პოლიცია უდასტურებს, რომ ის დააკავეს.

ცნობისთვის ვნუკოვოს აეროპორტში დააკავეს ნავალნის მხარდამჭერები, მათ შორის ლიუბოვ სობოლი, რუსლან შავედინოვი და ნავალნის კიდევ რამდენიმე თანამოაზრე. ასევე დააკავეს „ნოვაია გაზეტას“ „ვლად დოკშინისა“ და „დოჟდა ედუარდ ბურმისტროვის“ ჟურნალისტები.