მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალექსეი ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს

ალექსეი ნავალნი

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გერმანიის „შარიტეს“ კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მან კლინიკაში 32 დღე გაატარა.

კლინიკის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსი ოპოზიციონერის მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესდა, რომ მას საავადმყოფოში მკურნალობა აღარ სჭირდება.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს რუსეთში მომწამლავი ნივთიერება „ნოვიჩოკით" მოწამლეს, როდესაც ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა.