მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალექსეი ნავალნის ანგარიშებს და ბინას ყადაღა დაადეს

ნავალნის ანგარიშები დააყადაღეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანგარიშებს და ბინას ყადაღა დაადეს. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა კირა იარმიშმა „ტვიტერში“ დაწერა.

ნავალნის და მისი ანგრიშების დაყადაღება კორუფციასთან ბრძოლის ფონდის გამოძიებას უკავშირდება, რომელიც მოსკოვის სკოლებში მოსწავლეების მოწამვლის ფაქტებს სწავლობდა. ამ გამოძიების ერთ-ერთი ფიგურანტი ოლიგარქი და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი ევგენი პრიგოჟინია. სწორედ მისი სარჩელის საფუძველზე მოხდა ფონდის ანგარიშების და ნავალნის ქონების დაყადაღება.

როგორც კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელმა ივან ჟდანოვმა განაცხადა, ნავალნის თანამებრძოლები სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.