მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: საქართველოს შეუძლია ყარაბაღის აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს

ალიევი საქართველოზე

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოს შეუძლია მთიანი ყარაბაღის აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

ალიევმა განაცხადა, რომ ამჟამად ამ საკითხზე აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ვიცე-პრემიერებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი მუშაობს, მაგრამ მომავალში მას შეიძლება შეუერთდეს საქართველო, თურქეთი და ირანი.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.

🔆 ალიევი სომხეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა