მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: სომხები კავკასიელები არ არიან, აქ მოგვიანებით ჩამოსახლდნენ

ალიევი სომხეთის პრეტენზიებზე

„ის საქციელი, რაც სომხებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაიდინეს, მეტყველებს, რომ ისინი არ არიან კავკასიელები, არამედ აქ მერე დასახლდნენ". ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, ინფორმაციას azerbaycan24  ავრცელებს. 

„როდესაც მოვინახულე აღდამის, ფიზუმის, ჯებრაილის რაიონები, იქ ვნახე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სომხებს არაფერი აუშენებიათ, არამედ რაც ოკუპაციამდე არსებობდა, იმას იყენებდნენ. ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელების სახლებში, იყენებდნენ აზერბაიჯანულ მიწას სოფლის მეურნეობისთვის, მოიპოვებდნენ წიაღისეულს. წასვლისას კი სახლები და ტყეებიც კი გადაწვეს. ადამიანი, ვინც ამ მიწაზე საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობს, ასე არასოდეს მოიქცეოდა. მათ შეცვალეს დასახლებული პუნქტების სახელები, დაანგრიეს ჩვენი კულტურული ძეგლები. ეს კი მთლიანად ეწინააღმდეგება კავკასიის ტრადიციებს, ამ რეგიონში ქცევის წესებს. ეს იმიტომ ხდება, რომ სომხებს ამ რეგიონთან ისტორიულად კავშირი არ ჰქონიათ. ისინი არ არიან კავკასიელები, ისინი აქ მოგვიანებით ჩამოსახლდნენ“ - აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, 1-ელ დეკემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ლაჩინის რაიონში შევიდნენ. აზერბაიჯანული მხარისთვის ლაჩინის რაიონის გადაცემა 10 ნოემბერს ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოხდა.