მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: სომხები წურბელებივით ჩვენი მიწის სისხლს წოვდნენ

ალიევი სომხებზე

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხებს აზერბაიჯანული მიწა ჰქონდათ ოკუპირებული და „მის სისხლს წოვდნენ, როგორც წურბელები“. ამის შესახებ ალიევმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა ნათესავებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. ინფორმაციას azerbaycan24 ავრცელებს. 

„მათ დაიპყრეს ჩვენი მიწა. ადამიანები დატოვეს სახლების გარეშე, გაანადგურეს ჩვენი ისტორიული ძეგლები, მეჩეთები. შემდეგ კი ამას სომხური მიწა უწოდეს. მაშ, უნდა გვებრძოლა თუ არა? და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ეს ჩვენი ისტორიული გამარჯვებაა, ისტორიული მიღწევა. ჩვენ ამას ჩვენი გმირების სიცოცხლის ფასად მივაღწიეთ. ისინი მუდამ დარჩებიან ჩვენს გულებში“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.