მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევმა აზერბაიჯან-სომხეთის რკინიგზის მშენებლობის პროექტი გახსნილად გამოაცხადა

ალიევი და რკინიგზის პროექტი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნილად გამოაცხადა გორადიზ-აგბენის რკინიგზის მშენებლობის პროექტი, რომელმაც სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან უნდა დააკავშიროს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

ალიევმა რკინიგზის მშენებლობას სიმბოლურად საფუძველი ჩაუყარა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მეუღლესთან და შვილთან ერთად ფიზულის, ზანგილანის, ლაჩინის და ჯებრაილის რაიონები მოინახულა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამ გზას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება, მისი მეშვეობით აზერბაიჯანის მოქალაქეებს ყარაბაღის ომის შედეგად გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ჩასვლის შესაძლებლობა ექნება. ასევე ის ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას“ - წერს სააგენტო APA.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გზების გახსნას და სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენას გულისხმობს.

იხილეთ აგრეთვე:

აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია საერთაშორისო სტიპენდიას აცხადებს

მთიან ყარაბაღში 52 ათასზე მეტი ლტოლვილი დაბრუნდა