მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრი გაათავისუფლა

აზერბაიჯანის ექს საგარეო საქმერთა მინისტრი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრის ელმერ მამედიაროვის გათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი. ილჰამ ალიევის გულისწყრომა სომხეთთან შეიარაღებული კონფლიქტის დროს მამედიაროვის არასაკმარისმა აქტიურობამ გამოიწვია.

გათავისუფლებამდე რამდენიმე საათით ადრე ალიევმა მამედიაროვი საჯაროდ მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით ,12 ივლისიდან მოყოლებული სომხეთთან არსებული პრობლემის მოგვარებაზე მასთან ერთად აქტიურად მუშაობდნენ პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენშტაბის უფროსი, თუმცა არსად ჩანდა საგარეო საქმეთა მინისტრი.

მამედიაროვი აღნიშნულ პოსტს 16 წელი 2004 წლის აპრილიდან იკავებდა.