მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკა დამოუკიდებლობის დღეს ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლით ხვდება

პაციენტი პალატაში

ამერიკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 57 683 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

უკვე მეოთხეა დღეა, რაც აშშ-ში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად იზრდება. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 2.8 მლნ-ს აღწევს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 728 ადამიანი გარდაიცვალა. COVID-19-ის მსხვერპლთა საერთო რიცხვი ამერიკაში უკვე 129 400-ზე მეტია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 244-ე წლის იუბილეს აღნიშნავენ.