მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკა საუდის არაბეთიდან დიპლომატების ევაკუაციას იწყებს

აშშ-ს საელჩოს ოფისი

ამერიკა საუდის არაბეთიდან ათობით დიპლომატს ოჯახებთან ერთად, ქვეყანაში დააბრუნებს. გადაწყვეტილების მიზეზი საუდის არაბეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვის მკვეთრი ზრდა გახდა. ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, მომდევნო კვირაში საუდის არაბეთს კიდევ ბევრი დიპლომატი დატოვებს.

აშშ-ის ოფიციალური უწყების თანახმად, ამერიკის საელჩოს მინიმუმ 30 თანამშრომელი ერ-რიადში კორონავირუსით ინფიცირდა. ივნისში საელჩოს მძღოლი კოვიდინფექციით გარდაიცვალა.

საუდის არაბეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვრონავირუსით ინფიცირების 4 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაიცვალა 56 ადამიანი.

ჯამში ქვეყანაში ინფიცირების 205 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია სულ 1 858 პაციენტი.