მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკამ ჯანმო-ს დატოვების თარიღი დაასახელა

აშშ-ს პრეზიდენტი

შეერთებულმა შტატებმა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერესს აცნობა, რომ ისინი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას 2021 წლის 6 ივლისს დატოვებენ. ამის შესახებ Twitter-ის ოფიციალურ გვრდზე სენატორმა მენენდესმა დაწერა.

მისი თქმით, გუტიერესმა უნდა შეემოწმოს, შეასრულა თუ არა შეერთებულმა შტატებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის პროცედურებით გათვალისწინებული ყველა პირობა. ეს მოიცავს ერთი წლით ადრე გაფრთხილებას და ორგანიზაციისთვის ფინანსური ვალდებულებების სრულ დაფარვას.

მაისის ბოლოს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანა ჯანმო-სთან ურთიერთობების სრულ გაწყვეტას გეგმავს, რადგან ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ უარი თქვა იმ რეფორმებზე, რომლის განხორციელებასაც აშშ-ის ხელისუფლება დაჟინებით მოითხოვდა. ამავე დროს, ტრამპმა WHO ჩინეთის სრული კონტროლის ქვეშ ყოფნაში დაადანაშაულა.