მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკაში ეკლესიასთან მამაკაცმა ორი პოლიციელი დანით დაჭრა

პოლიცია ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე

ამერიკის შტატ სამხრეთ კაროლინაში მამაკაცმა, რომელიც ღვთისმსახურებაზე დანით შეიარაღებული შეიჭრა 2 სამართალდამცავი დაჭრა.

მამაკაცი, პანდემიის გამო ეკლესიის ღია ტერიტორიაზე, ღვთისმსახურების დროს შექმნილი ხმაურის გასაპროტესტებლად ადგილზე დანით მივიდა. იგი მღვდელმსახურებს უყვიროდა და შეურაცხყოფას აყენებდა, რის გამოც პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

მამაკაცმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც 2 სამართალდამცავი დაშავდა. პოლიცია იძულებული გახდა ცეცხლი გაეხსნა და დამნაშავე ისე შეეჩერებინდა.

დაჭრილი მამაკაცი და პოლიციელები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. კაცს სამართალდამცავების მიმართ წინააღმდგობის გაწევაში ედება ბრალი.