მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკელმა ამომრჩეველმა ბაიდენის გამარჯვებაზე 1 მლრდ დოლარი დადო

არჩევნები ამერიკაში - ტრამპი თუ ბაიდენი?

აშშ-ში 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩვენები ტარდება. ფსონი ძალზე მაღალია, რაც ბუკმეკერულ აქტივობასაც განაპირობებს. ასე, მაგალითად, ერთ-ერთმა ამერიკელმა ამომრჩეველმა „დემოკრატიული პარტიის" კანდიდატის, ჯო ბაიდენის გამარჯვებაზე 1 მლრდ. დოლარი დადო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მაღალი ფსონების გამო ბუკმეკერულ ოფისებთან ათასობით ადამიანი რიგში იდგა, რათა საკუთარი ფსონი დაედო. განსაკუთრებული აქტივობა აშშ-ში შეინიშნებოდა, თუმცა მსგავსი აქტივობა სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა.

ჯერჯერობით ყველა სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, ჯო ბაიდენი ლიდერობს. ამასთანავე, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კვლევების მიუხედავად, არჩევნებზე სხვა შედეგი დაფიქსირდეს, როგორც ეს 2016 წელს მოხდა. მაშინ კვლევების მიხედვით, ჰილარი კლინტონი ლიდერობდა, მაგრამ საბოლოოდ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

🔴 აშშ-ში საარჩევნო უბნები გაიხსნა