მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკელმა ქალმა 3-მეტრიანი ზვიგენი დაიჭირა და შემდეგ გაუშვა

აშშ-ში ქალმა სამმეტრიანი ზვიგენი დაიჭირა

აშშ-ის ტეხასის შტატის მკვიდრმა ანკესით 3-მეტრიანი ვეფხვისებრი ზვიგენი დაიჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა LMT Online ავრცელებს.

წყლიდან მტაცებელი თევზის ამოსაყვანად მეთევზეს 45 წუთი დასჭირდა.

მას შემდეგ, რაც ქალმა ზვიგენის სიგრძე დაადგინა და აწონა, ის ოკეანეში გაუშვა. ზვიგენის წონა 136 კილოგრამი იყო. ასევე ქალმა ზვიგენთან ერთად ფოტოები გადაიღო.

ვეფხვისებრი ზვიგენი ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მისი სიგრძე 5.5 მეტრს აღწევს.