მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკულ ავიამზიდზე მესამე დღეა ხანძარს აქრობენ

ხანძარი ავიამზიდზე

სან-დიეგოს პორტში ავიამზიდზე ხანძარია. ასობით მეხანძრე ცეცხლს ჰაერიდან, წყლიდან და ხმელეთიდან ებრძვის. დაშავებულ მეზღვაურთა და სამოქალაქო პირთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა.

257 მეტრის სიგრძის USS Bonhomme Richard-ზე ხანძარი კვირას, სავარაუდოდ, აფეთქების შედეგად გაჩნდა. გემს რემონტი უტარდებოდა, რის გამოც მასზე 1000-ის ნაცვლად 160 მეზღვაური იყო დარჩენილი. გატანილი იყო შეიარაღების დიდი ნაწილიც.

USS Bonhomme Richard-ს მშენებლობის კონტრაქტი1992 წელს გაფორმდა, მშენებლობა 1995-1997 წლებში მიმდინარეობდა და ექსპლუატაციაში 1998 წლის 15 აგვისტოს შევიდა. მის ძირითად ფუნქციას შვეულმფრენებისა და მციე ზომის თვითმფრინავების ტრანსპორტირება წარმოადგენს.

2003-2004 წლებში ავიამზიდი ერაყის ომში მონაწილეობდა, 2005 წელს მონაწილეობა მიიღო ინდონეზიის ცუნამის (2004 წლის 26 დეკემბერი) შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ოპერაციაში.

გემის სიგრძე 257 მეტრია, სიგანე - 32 მეტრი. 70 000 ცხენის ძალის მქონე ძრავებს 41 კმ/სთ-ს განვითარება შეუძლიათ.