მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკული საბრძოლო ხომალდი შავ ზღვაში შევიდა

აშშ-ის საბრძოლო ხომალდი შავ ზღვაში

ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი (missile destroyer) "დონალდ კუკი" შავ ზღვაში შევიდა, რათა რეგიონში პატრულირება განახორციელოს. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის მე-6 ფლოტის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში ნატოს მისიის ფარგლებში იმყოფება. ეს შეერთებული შტატების მე-7 საბრძოლო ხომალდია, რომელიც შავ ზღვაში პატრულირებისთვის შევიდა.

„დონალდ კუკი“ Arleigh Burke-ის კლასს მიეკუთვნება. ეს ხომალდი რაკეტებით არის აღჭურვილი, რომლებსაც როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო და საჰაერო სამიზნეების განადგურება შეუძლიათ.

საერთაშორისო ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც მონტრეს კონვენციით არის ცნობილი, იმ ქვეყნების საბრძოლო ხომალდებს, რომლებიც შავი ზღვის რეგიონს არ ეკუთვნის, რეგიონში 21 დღე-ღამის განმავლობაში ყოფნა შეუძლიათ.