მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანგელა მერკელი: მოვითხოვთ სიცხადეს იმის შესახებ, თუ რა დაემართა ალექსეი ნავალნის

გერმანიის კანცლერი 2020

როგორც ანგელა მერკელის განცხადებაშია ნათქვამი, ისინი მოითხოვენ, რომ სწრაფად და გამჭირვალედ გაირკვეს სიმართლე, თუ რა დაემართა ალექსეი ნავალნის და რა იმალება ამის უკან.

„დაჟინებით მოვითხოვთ, რომ გაირკვეს რა და როგორ მოხდა,“- განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

ანგელა მერკელი იმედოვნებს, რომ ალექსეი ნავალნი სწრაფად გამოჯანმრთელდება და გამოთქვამს სამედიცინო დახმარების გაწევის მზადყოფნას.

„თუ კი მოგვმართავენ, ჩვენ მას სამედიცინო დახმარებას გავუწევთ,“- აღნიშნა მან.

ინფორმაციისთვის, ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. ფრენის დროს კი თავს ცუდად გრძნობდა, რის გამოც თვითმფრინავი სასწრაფოდ დაეშვა ომსკში. ნავალნის გარემოცვა მიიჩნევს, რომ ის მოწამლეს. ამ დროისთვის ის რეანიმაციაში იმყოფება.