მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანგელა მერკელი სამუშაო ადგილს დაუბრუნდა

გერმანიის კანცლერის გამოხედვა

ორკვირიანი თვითზოლაციის შემდეგ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სამუშაო ადგილზე დაბრუნდა. ამის შესახებ კანცლერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შეტეფან სეიბერტმა განაცხადა.

"საბედნიეროდ, კორონავირუსზე რამდენიმე ტესტის შედეგი უარყოფითი იყო. ახლა ის მუშაობას კანცლერის ოფისში განაგრძობს”, - აღნიშნა სეიბერტმა.

ანგელა მერკელი თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მასთან კონტაქტში მყოფ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მერკელმა კორონავირუსზე ტესტი რამდენჯერმე გაიკეთა. ამ დროის განმავლობაში ის დისტანციურად მუშაობდა.