მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანგელა მერკელის ოფისის ღობეს ავტომობილი შეეჯახა

მერკელის ოფისს ავტომობილი შეეჯახა

ბერლინში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ოფისის ღობეს ავტომობილი შეეჯახა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ავტომობილს ეწერა: „შეწყდეს გლობალიზაციის პოლიტიკა“, „თქვენ ბავშვების და ქალების წყეულო მკვლელებო!“

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლი დაკავებულია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანგელა მერკელი შემთხვევის მომენტში ოფისში იმყოფებოდა. ის კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენციას მართავდა.