თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტ ანტალიაში წელს მილიონობით ტურისტს ელოდებიან. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, კურორტს 3.5 მილიონი ადამიანი ესტუმრა. ანტალია ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად ითვლება. გასულ წელს პანდემიის გამო ტურისტული სეზონი, რომელიც ივნისში დაიწყო, თურქეთის კულტურის და ტურიზმის სამინისტროების რეკომენდაციების სრული დაცვით წარიმართა.
გასულ წელს ანტალიას 1,5 მილიონი ტურისტი რუსეთიდან, 557000 ტურისტი უკრაინიდან, 34600 ტურისტი გერმანიიდან და 211 000 ბრიტანელი ტურისტი ეწვია. საერთო ჯამში კი ამ ქალაქს ტურისტები მსოფლიოს 175 ქვეყნიდან ეწვივნენ.
„ეს საკმაოდ მაღალი აქტივობაა, ეს იმ სერვისის დამსახურებაა, რასაც ჩვენი ტურისტული ობიექტები სტუმრებს სთავაზობენ. წელს კიდევ უფრო მაღალ აქტივობას ველით“ - განუცხადა „ანადოლუს“ ანტალიის საქალაქო საბჭოს ტურიზმის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა რესეფ იავუზმა.
ცნობისთვის, თურქეთის სხვადასხვა რეგიონში პანდემიის დროს შეზღუდვების განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს.
იხილეთ აგრეთვე:
⭕ თურქეთში ჩინური ვაქცინით მოსახლეობის აცრა იწყება
⭕ თურქეთში გამოიგონეს მოწყობილობა, რომელიც კორონავირუსს 10 წამში გამოავლენს
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.
აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავი ტროტუარზე გადაიტანეს.
„დღეს, 26 თებერვალს, საბურთალოს რაიონში გელოვანის გამზირზე საგზაო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კატეგორიულად დაგმო სომხეთში 25 თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ამის შესახებ Report.az იუწყება.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი პიკეტირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან გადადგმული სასოწარკვეთილი ნაბიჯია.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის განცხადებით, გარკვეული ბალანსი და კომპრომისი უნდა შედგეს.
2021 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასები 1.1 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3255 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3255 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3265 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 შეადგინა.