მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანტირეკორდი რუსეთში - ერთ დღეში კორონავირუსის 16 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ანტირეკორდი რუსეთში

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 16 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი რიცხვია. ერთ დღე-ღამეში 179 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იუწყება.

მოსკოვში ბოლო დღე-ღამეში 5 376 შემთხვევა დაფიქსირდა, 51 პაციენტი გარდაიცვალა, რაც მაქსიმუმია 12 მაისის შემდეგ.

მოსკოვის მერია QR-კოდების სისტემის ამოქმედებას არ გამორიცხავს. ჯერჯერობით რეგისტრაციის გავლა ღამის კლუბებში და ბარებში შესასვლელად არის აუცილებელი, თუმცა იგივე სისტემის ამოქმედება რესტორნებში და სილამაზის სალონებშიც შეიძლება მოხდეს.

პანდემიის დაწყებიდან რუსეთში კორონავირუსის 1,415,316 შემთხვევა დაფიქსირდა. 24,366 ადამიანი გარდაიცვალა.