მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფეთქება ყვავილების მაღაზიაში - უბედური შემთხვევა რუსეთში

ლენტი, ყვითელი

რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ კრასნოდარში ყვავილების მაღაზიაში გაზის ბალონი აფეთქდა. ინფორმაციას რუსული გამოცემა interfax ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე ყვავილების მაღაზიაში მოხდა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მაღაზიის ფართობი იყო 150 კვ.მ. შენობიდან ევაკუირებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.