მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პირველი ატომური ელექტროსადგური ამოქმედდა

პირველი ატომური ელექტროსადური ამოქმედდა

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პირველი ატომური ელექტროსადგური Barakah nuclear power plant ექსპლუატაციაში შევიდა.

სადგურის გაშვების შესახებ არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრმა, ვიცე-პრეზიდენტმა და დუბაის საამიროების მმართველმა მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტომმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

„დღეს ჩვენ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში არაბული სამყაროს პირველი მშვიდობიანი ბირთვული რეაქტორის წარმატებით ამოქმედების შესახებ ვაცხადებთ“, - აღნიშნა მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტომმა.

მისი თქმით, არაბეთის გაერთიანებული საამიროების მიზანია ოთხი ატომური ელექტროსადგურის აშენება, რაც ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის მეოთხედს დააკმაყოფილებს.

სადგური სპარსეთის ყურის სანაპიროზე ალ ღარბიას რეგიონში, აბუ დაბიდან 250 კილომეტრში მდებარეობს. იგი ამერიკული ატომური ელექტროსადგური პალო ვერდეს დიზაინით აშენდა.