მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო - „200-ზე მეტი დაჭრილი გვყავს“

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანია დაჭრილი. მათი ნაწილი ერევნის საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

ამის შესახებ გამოცემა „არმენპრესი“ იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, აზერბაიჯანული მხარე დღესაც ცეცხლს ესვრის მთიანი ყარაბაღის დასახლებულ პუნქტებს, რა დროსაც სხვადასხვა კალიბრის იარაღს, მათ შორის მსხვილკალიბრიან ქვემეხებს იყენებს.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. ამჟამად იქ სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.