მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არეულობა ნიდერლანდებში - მოქალაქეები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ

ნიდერლანდების რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათით უკმაყოფილო მოქალაქეებმა არეულობა მოაწყვეს

არეულობაა ნიდერლანდებში. 

BBC-ის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული „კომენდანტის საათით“ უკმაყოფილო მოქალაქეებმა არეულობა მოაწყვეს.

გამოცემის ცნობით, დაკავებულია 150-ზე მეტი ადამიანი. ქალაქ როტერდამში პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა და ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

პრემიერ მინისტრმა მარკ რუტემ დაგმო ის, მიმდინარე პროცესებს „კრიმინალური ძალადობა” უწოდა. ნიდერლანდებში „კომენდანტის საათი“ 9 თებერვლამდეა დაწესებული.

საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით სულ დაკავებულია 250-ზე მეტი პირი.