მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ბუენოს აირესი

არგენტინაში, ჟუჟუის პროვინციაში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) იტყობინება.

ბიძგები ადგილობრივი დროით 03:54 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სან ანტონიო დე ლოს კობრედან 44 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისძვრის კერა 185 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

ინფორმაცია შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.