მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ ირანს ხელახალი სანქციებით ემუქრება

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ ხელახალი სანქციების დაწესების მომხრეა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გაერომ ირანის წინააღმდეგ ყველა სანქცია უნდა აღადგინოს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.

ტრამპი ასევე ამბობს, რომ ემბარგო ირანისთვის ჩვეულებრივი იარაღის მიყიდვის შესახებ, რომელსაც ვადა ოქტომბერში გასდის, აღარ გაუქმდება. ამასთანავე, საეჭვოა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა წევრები ტრამპის ამ მოწოდებას გაიზიარებენ, ვინაიდან 2015 წელს ირანის ბირთვულ პროგრამაზე საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში სანქციები ეტაპოვრივად უნდა გაუქმდეს.

დონალდ ტრამპმა მისი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მალევე განაცხადა, რომ ის ირანთან „ბირთვულ შეთანხმებას“ არ აღიარებს.