მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ ირანთან ბირთვული შეთანხმების აღსადგენად მზადყოფნას გამოთქვამს

ჰაკერები ისევ აშშ-ის სერვერებს თავს დაესხნენ

იმ შემთხვევაში თუ ირანი ვალდებულებას შეასრულებს, ამერიკის შეერთებული შტატები მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.

ირანმა რეაგირება მოახდინა სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის იდეაზე. ბლინკენმა განცხადება პარიზში, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების, E3 ჯგუფის სახელით ცნობილ შეხვედრაზე გააკეთა.

„თუ ირანი კვლავ შეასრულებს JCPOA– ს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, შეერთებული შტატებიც იგივეს გააკეთებს და მზად არის ამ მიზნით ირანთან დისკუსიებში ჩაერთოს”, - ნათქვამია ოთხი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტმი მოჰამედ ჯავად ზარიფი ოთხი ქვეყნის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ვაშინგტონმა პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას.

„წერტილი უნდა დაესვას ეკონომიკურ ტერორიზმს, რომელიც ტრამპის მემკვიდრეობაა“, - წერს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის ყოფილის პრეზიდენტის ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შტატებმა ირანთან მიღწეული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება 2018 წლის მაისში დატოვა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.