მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა

ჯოზეფ ბაიდენი

აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა. 

 

მის სასარგებლოდ ხმა 306 წევრმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 232 წევრი წავიდა. ბაიდენის დამტკიცებისთვის კოლეგიიდან 270 ხმა იყო საჭირო.

ბოლო შტატი, სადაც კენჭისყრა გაიმართა, კალიფორნია აღმოჩნდა, რომელიც 538-ხმიან ამომრჩეველთა კოლეგიაში 55 ხმით არის წარმოდგენილი. სწორედ კალიფორნიის წყალობით შეძლო ჯო ბაიდენმა გამარჯვებისთვის აუცილებელი 270 ხმისთვის გადაეჭარბებინა.

კენჭისყრის შედეგები ვაშინგტონში გაიგზავნება და ხმებს 6 იანვარს კონგრესის ერთობლივ სხდომაზე ოფიციალურად გამოაცხადებენ.

ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს გაიმართება.

👉 ინფორმაციისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა.

👉 არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯოზეფ ბაიდენმა გაიმარჯვა. მან საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მიიღო, ხოლო „რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატმა დონალდ ტრამპმა 232 ხმა მოიპოვა.