მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის დახმარებით, ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს

ტრამპი ნეთანიაჰუსთან ერთად

ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.

შეთანხმების თანახმად, აღნიშნულ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრული ნორმალიზება მოხდება.

აღნიშნულს თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა და მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების ტექსტიც გამოაქვეყნა.

„უზარმაზარი მიღწევა გვაქვს! ჩვენს ორ დიდ მეგობარს, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგა“, - წერს ტრამპი.

„ისტორიული შეთანხმება“ - ასე შეაფასა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მიღწეულ შეთანხმება.