მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის ქალაქ ლუისვილში საპროტესტო აქციაზე 2 პოლიციელი დაჭრეს (ვიდეო)

2 პოლიციელი დაჭრეს

აშშ-ის ქალაქ ლუისვილში გამართულ საპროტესტო აქციაზე 2 პოლიციელს ესროლეს. ამის შესახებ BBC წერს.

საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრეონა ტეილორის გარდაცვალების გამო ნაფიცმსაჯულებმა ბრალი არავის წაუყენეს.

ლუისვილის პოლიციის უფროსის რობერტ შრედერის განცხადებით, დაჭრილი ოფიცრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ეჭვმიტანილი კი, დაკავებულია.

ლუისვილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ადგილზე განთავსებულია ეროვნული გვარდია.

ინფორმაციისთვის, საავადმყოფოს თანამშრომელი ბრეონა ტეილორი ოფიცრებმა საკუთარ სახლში დაჭრეს, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ისინი ტეილორის სახლში 13 მარტს შეიჭრნენ.