მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კაპიტოლიუმი აშშ

აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში მოსალოდნელი საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, შენობის სიახლოვეს კვამლი შენიშნეს. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის რეპეტიცია ამ ეტაპზე შეჩერებულია.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ კაპიტოლიუმის შენობაში შესვლა ან გამოსვლა შეუძლებელია.

ინფორმაციისთვის, 20 იანვარს კაპიტოლიუმში ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება. ინაუგურაციის ტრანსლირების შემდეგ დაიწყება სპეციალური შოუ, რომელსაც ტომ ჰენქსი გაუძღვება და ტელემაყურებლის წინაშე დემი ლევატო, ბონ ჯოვი და ჯასტინ ტიმბერლეიკი წარსდგებიან.

მოგვიანებით ამერიკელებს თავად ჯო ბაიდენი და კამილა ჰარისიც მიმართავენ.