მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის კონგრესი ტრამპის იმპიჩმენტს ამზადებს

ნენსი პელოსი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა სპეციალური დადგენილების მიღებას გეგმავს, რომლითაც მოუწოდებს ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს, რათა მან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელისუფლებას ჩამოაშოროს. საუბარია კონსტიტუციის 25-ე შესწორებაზე, ამის თაობაზე BBC  იუწყება. 

როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა კონგრესის „დემოკრატიული პარტიის“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რეზოლუციის მიღება 12 იანვარს იგეგმება. დოკუმენტი კონგრესმენმა ჯეიმი რასკინმა შეიმუშავა. თუ ვიცე-პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, კონგრესი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას წამოიწყებს.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი დემოკრატია, უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ, მოქმედი პრეზიდენტი თითოეული ჩვენთაგანისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ის თავს ესხმის ჩვენს დემოკრატიას, ეს ძალადობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, ამიტომ აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება“ - განაცხადა ნენსი პელოსმა.

ინფორმაციისთვის, 6 იანვარს აშშ-ში კონგრესმენების მიერ საარჩევნო ხმების დათვლასა და გადამოწმებას ტრამპის მომხრეების პროტესტი მოჰყვა. დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და პროცესი შეაფერხეს. კონგრესში მიმდინარე სხდომა შეჩერდა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობიდან ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ევაკუაცია განხორციელდა. შეტაკების დროს 5 ადამიანი დაიღუპა.

იხილეთ აგრეთვე:

🔆 ერდოღანმა ვაშინგტონში მომხდარ მოვლენებს „კაცობრიობისთვის შოკი“ უწოდა

🔆 „ის, რაც ვაშინგტონში მოხდა არაამერიკულია“ - მაკრონი