მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ნავალნის მოწამვლაში რუსულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს

სახ. დეპარტამენტი ნავალნის მოწამვლაზე

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს ადანაშაულებს. ამის შესახებ thehill.com იუწყება. 

„რუსეთის უშიშროების სამსახურმა ალექსეი ნავალნის მოსაწამლად ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი“ გამოიყენა. არ არსებობს ნავალნის მოწამვლის არანაირი სხვა ახსნა, ამაში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობის და პასუხისმგებლობის გარდა“ - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სრულად ენდობა ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით აშშ-ში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მომზადდა, მაგრამ მათ პრეზიდენტმა ტრამპმა მხარი არ დაუჭირა.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი რუსეთში 20 აგვისტოს მოწამლეს, როდესაც ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. შემდეგ ის სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ოპოზიციონერი მომწამლავი ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ეს ნივთიერება ქიმიური იარაღის ჯგუფს ეკუთვნის.

მოგვიანებით “ნოვიჩოკით“ ნავალნის მოწამვლის ფაქტი ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციამაც დაადასტურა.

იხილეთ აგრეთვე:

პუტინი: ნავალნის მოკვლა რომ ნდომოდათ, მოკლავდნენ

რუსეთმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა