მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დიპლომატებს მიანმარიდან წასვლა უბრძანა

სახ. დეპარტამენტი მოუწოდებს დიპლომატებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელ დიპლომატებს მიანმარიდან წასვლა უბრძანა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს. 

ეს განკარგულება ვაშინგტონმა მიანმარში სამოქალაქო დაპირისპირების და შეიარაღებული ძალადობის“ გამო გასცა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ შაბათს პოლიციის და უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციების 141 წარმომადგენელი მოკლეს. მათ შორის ბავშვებიც არიან, პოლიტპატიმართა დახმარების ასოციაციის ინფორმაციით, საერთო ჯამში 1-ელ თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში 521 ადამიანი მოკლეს.