მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-კანადის საზღვარზე ქალი დააკავეს, რომელიც ტრამპის მოწამვლას ცდილობდა

დაკავება აშშ კანადის საზღვარზე

აშშ-კანადის საზღვარზე დააკავეს ქალი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის შხამით სავსე კონვერტის გაგზავნაშია ეჭვმიტანილი, ამის შესახებ The New York Times იუწყება.

დაკავებულის ვინაობა არ საჯაროვდება, ის კანადიდან აშშ-ში შესვლას ცდილობდა. ჩხრეკისას პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია CBC-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოწამვლას უპირებდნენ. შხამი სახელწოდებით რიცინი იმ კონვერტში იდო, რომლის ადრესატი შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო.

გამოძიებას FBI აწარმოებს.