მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-მა ავღანეთსა და ერაყში შეიარაღებული ძალების რაოდენობა შეამცირა

ავღანეთში 2500 სამხედრო დარჩება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთსა და ერაყში შეიარაღებული ძალების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. თითოეულ ქვეყანაში 2 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დარჩება. ამის შესახებ Reuters იუწყება.

შესაბამისად, ამერიკამ დონალდ ტრამპის დანაპირები შეასრულა, რომლის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი სამხედროების სახლში დაბრუნება იყო.

ჯარის რაოდენობის შემცირების შემდეგ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა ამჟამად მინიმალურია 19 წლის განმავლობაში. 2021 წლის მაისისთვის ავღანეთიდან ამერიკული ჯარის სრული გაყვანა იგეგმებოდა. თუმცა აშშ-ში ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ, შესაძლოა, მათი გეგმებიც შეიცვალოს.

როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ქრისტოფერ მილერმა განაცხადა, 2500 სამხედრო სავსებით საკმარისია, რომ ავღანეთში ექსტრემისტულ დაჯგუფებებს დაუპირისპირდე და ადგილობრივი ძალები გაწვრთნა. „დღეს აშშ ძალზე ახლოს არის იმ ომების დასრულებასთან, რომლებშიც 2 ათწლეულზე მეტ ხანს მონაწილეობს“ - განაცხადა მილერმა. მან ასევე დაამატა, რომ ავღანეთიდან აშშ-სთვის საფრთხე არ უნდა მოდიოდეს და რომ ამერიკული სამხედრო მისია იქ სწორედ ამ დავალებას ასრულებდა.

2020 წლის ბოლოს, როდესაც ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის დაწყების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აშშ-ს ამ პროცესში ზედმეტი აჩქარებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

იხილეთ აგრეთვე:

32-ე ბატალიონის მეოთხე ეტაპი ავღანეთში გაემგზავრა

ავღანეთში ჟურნალისტთა კავშირის რეგიონული ხელმძღვანელი მოკლეს