მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე რუსულ ხომალდს სანქციები დაუწესა

ჩრდილოეთის ნაკადი 2

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე რუსული ხომალდის „ფორტუნას“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. 

სანქციები ასევე დაუწესდა ხომალდის მფლობელ რუსულ კომპანიას. შეზღუდვები ითვალისწინებს ექსპორტის, საბანკო და სავალუტო ოპერაციების აკრძალვას, ასევე აქტივების დაყადაღებას.

სანქციების ქვეშ ასევე მოხვდნენ ხომალდები „რუსტანკერი“, „მაქსიმ გორკი“ და „სიერა“, რომლებიც რუსეთის დროშის ქვეშ დაცურავენ.

ამერიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული სანქციების სიაში ასევე მოხვდა თოთხმეტი კომპანია იტალიიდან , შვეიცარიიდან , აშშ-დან , ვენესუელადან , მალტადან და დიდი ბრიტანეთიდან. სანქციები შეეხო სამ პირს, შვეიცარიის, იტალიისა და ვენესუელას მოქალაქეებს.

ამავდროულად, გაზეთი „ბილდი“ Nord Stream 2-ის პროექტიდან გერმანული კომპანიის Bilfinger SE-ის გასვლის შესახებ წერს. 2017 წელს მან მოიგო ტენდერი მილსადენზე ტექნოლოგიური პროცესების მართვის სისტემის შემუშავებაში, მომარაგებისა და ექსპლუატაციისთვის.